Site icon Civil.ge

ოპოზიციის მხარდამჭერი ახალგაზრდული ჯგუფის აქტივისტი დააკავეს

ოპოზიციის მხარდამჭერი ახალგაზრდული ჯგუფის აქტივისტი ლევან გოგიჩაიშვილი 17 ივნისს დააპატიმრეს იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარე საპროტესტო აქციებს არ უკავშირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ლევან გოგიჩაიშვილი ეჭვმიტანილია დავით ლეჟავას მიმართ ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის მძიმე დაზიანებაში.  ინციდენტი 9 ივნისს წყნეთში მოხდა. გოგიჩაიშვილის ადვოკატმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ გოგიჩაიშვილი ამ ბრალდებას არ აღიარებს.

17 ივნისს შსს-მ ასევე განაცხადა, რომ პოლიციამ დააკავა 23 წლის მამაკაცი, რომელმაც 28 მაისს, ფურცელაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ზურგის არეში დანით მიაყენა შემავალი ჭრილობა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)