რუსეთის სახმელეთო ძალების სარდლმა, გენერალმა ვლადიმიღ ბოლდირევმა განაცხადა, რომ სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში განთავსებული რუსული ბაზების სამხედრო ნაწილები ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის ძალებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ფართომასშტაბიან წვრთნებში ”კავკაზ- 2009”, რომელიც 29 ივნისიდან 6 ივლისამდე ჩატარდება.
”დღეს რუსული სამხედრო ბაზები, რომლებიც დისლოცირებულია ამ [სეპარატისტული] რესპუბლიკების ტერიტორიაზე, არიან სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი შენაერთები, რომლებსაც შეწევთ უნარი შეასრულონ მათ წინაშე მდგომი ამოცანები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად როგორც შესაძლო ტერორისტული აქტებისაგან, ისე პირდაპირი აგრესიისაგან,”- იტყობინება ”ინტერფაქსი” 18 ივნისს ბოლდირევის სიტყვებზე დაყრდნობით.
მისი თქმით, სეპარატისტულ რეგიონებში უკვე დასრულებულია რუსული სამხედრო ბაზების მოწყობა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)