ოპოზიციური პარტიები ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას გეგმავენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტის დროს საქართველოში, რომელიც ივლისის ბოლოს შედგება.
ოპოზიციის ლიდერებმა, რომლებიც 29 ივნისს შეიკრიბნენ, განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის იმის ჩვენებას, რომ პროტესტი ქვეყანაში არ შენელებულა. ლიდერების განცხადებით, ეს არ იქნება საპროტესტო აქცია, არამედ იმის დემონსტრირება, რომ ქართველ ხალხს დემოკრატიის გაძლიერებაში მხარდაჭერა სჭირდება.
”ჩვენ უნდა ჩავატაროთ ფართომასშტაბიანი აქცია, რათა დავანახოთ მსოფლიოს და არა მარტო ამერიკელებს, რომ ქართველ ხალხს აქვს დემოკრატიული მისწრაფებები, რათა დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე და დავანახოთ ჩვენი პროდასავლური პოზიცია,” – განაცხადა საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა.
გასულ კვირას თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს და უკრაინას 20-24 ივლისს ეწვევა ამ ორ ქვეყანაში ”მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების” მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)