Site icon Civil.ge

ევროპის სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს საქმეს განიხილავს

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განაცხადა 3 ივლისს, რომ მან დასაშვებად ცნო საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ დეპორტაციასთან დაკავშირებით. 

სტრასბურგში განთავსებულმა სასამართლომ აღნიშნა თავის განცხადებაში, რომ ”მან დასაშვებად ცნო საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ საქმის შესახებ განაცხადი”.

თუმცა, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის სარჩელის განხილვის დაშვებულობა არ ნიშნავს იმას, რომ მოხდება მისი დაკმაყოფილება. ”სასამართლო თავის გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს,” – განაცხადა სასამართლომ.

თბილისს სურს, რომ მოსკოვმა აანაზღაუროს მატერიალური და მორალური ზიანი რუსეთის ფედერაციიდან დეპორტირებული ასობით ეთნიკური ქართველის უფლებების სავარაუდო დარღვევის გამო.

2006 წლის ბოლოს და 2007 წლის დასაწყისში რუსეთმა 2 000-ზე მეტი ქართველის დეპორტაცია განახორციელა, რასაც წინ უძღოდა საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობების დაძაბვა ქართული მხარის მიერ რუსი ჯაშუშების დაკავების გამო. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)