Site icon Civil.ge

ბიუჯეტში ცვლილებები მიღებულია

2009 წლის ბიუჯეტის ხარჯები არასაგადასახადო შემოსავლებისა მატების და ასევე რიგი უწყებების დაფინანსების კლების ხარჯზე 314.7 მლნ ლარით იზრდება, მაშინ როცა ამავე საბიუჯეტო ცვლილებებით ხდება საგადასახადო შემოსავლების 500 მლნ ლარით შემცირება.

აღნიშნული ცვლილებები, რაც 2 მლნ ლარით აღემატება პარლამენტში თავდაპირველად წარდგენილ მაჩვენებელს, დეპუტატებმა დღეს დაამტკიცეს.

კანონპროექტზე მთავრობის განმარტებითი ბარათის თანახმად, ”მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი” და ”ქვეყნის შიგნით პოლიტიკური არასტაბილურობა” გახდა იმის მიზეზი, რომ მოსალოდნელია ეკონომიკის კლება 1.5%-ით, ნაცვლად დაგეგმილი 2.5%-იანი ზრდისა, რის გამოც განხორციელდა გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებლების კორექტირება ნახევარი მლრდ ლარით შემცირების მიმართულებით.

კერძოდ, საშემოსავლო გადასახადი მცირდება – 25 მლნ ლარით; მოგების – 83 მლნ ლარით; დღგ – 314 მლნ ლარით; აქციზი – 68 მლნ ლარით; საბაჟო გადასახადიდან შემოსავლები – 8 მლნ ლარით; და სხვა გადასახადიდან  – 2 მლნ ლარით.

ამ შემცირების დასაბალანსებლად და ასევე რიგი უწყებებისა და პროექტების დაფინანსების გასაზრდელად, ბიუჯეტში გათვალისწინებულია გრანტების 110.5 მლნ ლარით; ”სხვა შემოსავლების” – 16.9 მლნ ლარით და ასევე ვალდებულებების 497.9 მლნ ლარით ზრდა.

ეს უკანასკნელი მოიცავს საგარეო ვალდებულებებს – 237.9 მლნ ლარს, მათ შორის: მსოფლიო ბანკის და აზიის განვითარების ბანკის კრედიტები – 141.3 მლნ ლარი და საინვესტიციო კრედიტები – 96.7 მლნ ლარი; და ასევე საშინაო ვალდებულებებს – სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მისაღებ სახსრებს 260 მლნ ლარის ოდენობით.

გარდა ამისა დაახლოებით საერთო ჯამში 66 მლნ ლარით მცირდება შემდეგი უწყებების ხარჯები:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)