საქართველოს ორი მოქალაქე – სომხეთში საქართველოს საელჩოს ფინანსური მენეჯერი გივი ჭკადუა და ირანში საქართველოს დესპანის მეუღლე ნათელა ნიკოლავა, ემსხვერპლა დღეს ირანის ტერიტორიაზე, თეირანი-ერევნის რეისზე მომხდარ ავიაკატასტროფას.
ამის შესახებ ”რუსთავი 2”-ს სომხეთში საქართველოს დროებითმა რწმუნებულმა გოჩა გვარამაძემ დაუდასტურა. ჯერ-ჯერობით საგარეო უწყებას ოფიციალური კომენტარი მომხდარზე არ გაუკეთებია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)