Site icon Civil.ge

საქართველოს საგარეო ვაჭრობა წლის პირველ ნახევარში 37%-ით შემცირდა

საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 2009 წლის პირველ ექვს თვეში 37.2%-ით შემცირდა და 2.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება სტატისტიკის დეპარტამენტი 24 ივლისს, 

შარშან ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 4 მილიარდ აშშ დოლარამდე იყო.

2009 წლის პირველ ნახევარში ექსპორტმა 515.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 35.3%-ით ნაკლებია. წინა წლის პირველ ექვს თვეში ეს მაჩვენებელი 795.5 მილიონი აშშ დოლარი იყო. იმპორტმა 1.9 მილიარდს მიაღწია, რაც შარშანდელ 3.19 მილიარდთან შედარებით 37.7%-ით ნაკლებია.

თურქეთი კვლავ საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორარ რჩება. თუმცა შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით ამ ქვეყანასთან ვაჭრობა 12.6%-ით შემცირდა და 497.5 მილიონი შეადგინა. მას მოყვება აზერბაიჯანი – 252 მილიონი აშშ დოლარი; უკრაინა – 233 მილიონი აშშ დოლარი; აშშ – 152.1 მილიონი აშშ დოლარი; რუსეთი – 150.1 მილიონი აშშ დოლარი; გერმანია – 144 მილიონი აშშ დოლარი; იტალია – 76.9 მილიონი აშშ დოლარი.

2009 წლის პირველ ნახევარში მთავარ საექსპორტო პროდუქციას კვლავაც ფეროშენადნობი წარმოადგენდა, რომლის საერთო ღირებულებამ 66 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის ჩამონათვალში ნავთობპროდუქტები და ბუნებრივი აირი წამყვან პოზიციებზეა და საერთო ღირებულება 212.4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)