ევროკავშირის ეგიდით მოქმედი რუსეთ-საქართველოს ომის საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი ჰეიდი ტალიავინი 28 ივლისს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდა.
რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა პრეს-რელიზში, რომ რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ”[2008 წლის აგვისტოში] მომხდარის მიზეზების და მოვლენათა ზუსტი თანმიმდევრობის ობიექტური შეფასების მნიშვნელობას”.
პრეს-რელიზში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ”2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ქართული აგრესიის ფაქტის დოკუმენტალურო დადასტურების აქტუალობას, ყველა იმ მასალის გათვალისწინებით, რომელიც მისიის ექსპერტებს გადასცეს როგორც რუსეთის, ისე სხვა ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა”.
აგვისტოს ომის შემსწავლელ მისიას დასკვნა 31 ივლისისთვის უნდა მოემზადებინა, თუმცა დამატებით ორი თვე მოითხოვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)