სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ ნიქოზში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოს 29 ივლისს გვიან ღამით ცხინვალიდან ”ინტენსიური ცეცხლი” გაუხსნეს, იტყობინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლი 23:30 საათზე გაიხსა და დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. შსს-მ ასევე განაცხადა, რომ ისროდნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, ტყვიაფრქვევიდან და ნაღმტყორცნებიდან.
თუმცა, სამხრეთ ოსურმა მხარემ განაცხადა, რომ ცეცხლი ქართულმა მხარემ სოფელ ნიქოზიდან გახსნა.
”ორი აფეთქება მოხდა ცხინვალის სამხრეთ გარეუბანში. წინასწარი ინფორმაციით, ორჯერ ისროლეს ნაღმტყორცნიდან საცხოვრებელი სახლების მიმართულებით,” – იტყობინება სეპარატისტული რეგიონის მთავრობის ვებგვერდი.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას არც ერთი მხარე არ ავრცელებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)