Site icon Civil.ge

ქრისტიან-დემოკრატებს შუალედური არჩევნების გადადება სურთ

ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ მოუწოდა დღეს ხელისუფლებას, რომ გადადოს 27 სექტემბერს სამ მაჟორიტარულ ოლქში დანიშნული შუალედური არჩევნები მომავალი გაზაფხულისთვის.

დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან განაცხადა, რომ შუალედური არჩევნები მხოლოდ საარჩევნო კოდექსის რეფორმირების შემდეგ უნდა ჩატარდეს, ადგილობრივ არჩევნებთან ერთად 2010 წლის 30 მაისს.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება მზად არის ამ საკითხზე მომავალი კვირიდან კონსულტაციები გამართოს.

შუალედური არჩევნები თბილისის ჩუღურეთის ოლქში, ასევე ოზურგეთისა და გურჯაანის საარჩევნო ოლქებში გაიმართება.
 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)