Site icon Civil.ge

ოპოზიციის ორ აქტივისტს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

რესპუბლიკური პარტიის აქტივისტებს დავით გუდაძეს და თამაზ ტლაშაძეს, რომლებიც ”პოლიტიკური პატიმრების” იმ სიაში არიან, რომელიც შსს-ს ოპოზიციამ 12 აგვისტოს გადასცა, შესაბამისად, ოთხი და სამწლიანი პატიმრობა შეუფარდა გორის სასამართლომ, იტყობინება რადიო ”თავისუფლების” ქართული სამსახური 16 აგვისტოს.

ორივე ივნისის შუა რიცხვებში დააპატიმრეს – გუდაძე ხელყუმბარის უკანონო ფლობისა და ტარების ბრალდებით, ხოლო ტლაშაძე ნარკოტიკული ნივთიერების შენახვის ბრალდებით

ორივე მათგანი უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ მათი დაჭერა პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

ორივე აქტივისტის გვარი ფიგურირებს სიაში, რომელიც ოპოზიციამ შსს-ს 12 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე გადასცა. ოპოზიციის თქმით, ”პოლიტპატიმრების” სიას სამინისტრო შეისწავლის და შეხვედრიდან, დაახლოებით, ერთ კვირაში გასცემს პასუხს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)