26 აგვისტოს – რუსეთის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების წლისთავზე – რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი სამხრეთ ოსეთის ლიდერს ედუარდ კოკოითს მოსკოვში შეხვდება.
პუტინის პრესსამსახურის ცნობით, კოკოითი მოსკოვში სამუშაო ვიზიტით 26 აგვისტოს ჩავა.
ამ ინფორმაციას ერთი დღით წინ უსწრებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ნალბანდოვის განცხადება, რომელშიც ის აღნიშნავდა, რომ პუტინი და მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი 26 აგვისტოს ცხინვალში აპირებდნენ საზეიმო ღონისძიებებზე ჩასვლას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)