Site icon Civil.ge

ეკონომიკის ახალი მინისტრი დაინიშნა

ეკონომიკის ახალ მინისტრად 32 წლის ზურაბ პოლოლიკაშვილი, ესპანეთში საქართველოს უკვე ყოფილი ელჩი დაინიშნა.

სამინისტროში წარდგენისას მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს საკადრო გადაწყვეტილება მისთვის ”მოულოდნელი იყო”.

პოლოლიკაშვილი 2005 წელს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ, 2006 წელს კი ელჩად დაინიშნა ესპანეთში. საგარეო უწყებაში მუშაობის დაწყებამდე მას შვიდი წლის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციები ეკავა TBC ბანკში.

პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის თქმით, ახალი მინისტრი საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ პრობლემებს ”ყველაზე კარგად გაართმევს თავს”. 

”ეს არის პრივატიზაცია, ინვესტორების მოზიდვა, უცხოური კაპიტალის შემოყვანა საქართველოში, ძალიან აქტიური მუშაობა უცხოელ ინვესტორებთან, ადგილზე კერძო სექტორის პრობლემების გადაწყვეტა… ასევე ძალიან აქტიური და კოორდინირებული მუშაობა ყველა სხვა სამინისტროსთან,”- განაცხადა გილაურმა ახალი მინისტრის პრიორიტეტებზე საუბრისას.  

ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების არასათანადო გადაწყვეტა დაასახელა გილაურმა 21 აგვისტოს ყოფილი მინისტრის, ლაშა ჟვანიას თანამდებობიდან გაშვების ოფიციალურ მიზეზად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)