Site icon Civil.ge

ნოღაიდელი შუალედური არჩევნების გადადებას ასაჩივრებს

მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი აპროტესტებს რა შუალედური არჩევნების გაზაფხულზე გადადების ფაქტს, აპირებს ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

პარლამენტმა სამი კვირის წინ მიიღო საარჩევნო კოდექსში ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის მიერ ინიცირებული ცვლილება, რომლითაც საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრების 27 სექტემბერს დანიშნული შუალედური არჩევნები სამ ოლქში – ჩუღურეთი, გურჯაანი, ოზურგეთი –   2010 წლის მაის-ივნისში გადადო. გაზაფხულზე ადგილობრივი არჩევნების ჩატარებაც იგეგმება. ეს საკანომდებლო ცვლილება მხოლოდ ამ კონკრეტული შუალედური არჩევნებისთვის განხორციელდა, დროებით შეჩერდა რა იმ მუხლის მოქმედება, რომელიც შუალედური არჩევნების ოქტომბერ-ნოემბერში გამართვის სავალდებულობას ითვალისწინებს.

ნოღაიდელის თქმით, ეს ”სახიფათო პრეცედენტია”, რადგან დაირღვა სამი რაიონის მოსახლეობის კონსტიტუციური უფლება ჰყავდეს საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)