Site icon Civil.ge

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სოხუმს ეწვევა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე უახლოეს პერიოდში სეპარატისტულ აფხაზეთს ესტუმრება,  განაცხადა 7 სექტემბერს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ თავის ქართველ კოლეგასთან გრიგოლ ვაშაძესთან თბილისში გამართულ მოლაპარაკებების შემდეგ.

მისი თქმით, ანკარა აფხაზეთის საკითხის გადაწყვეტაში მაქსიმალურ ძალისხმევას არ დაიშურებს, რადგან თურქეთისთვის საქართველო სტრატეგიული პარტნიორია და რეგიონისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოში მშვიდობასა და სტაბილურობას.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)