Site icon Civil.ge

სააკაშვილი: საქართველო ”სასტიკ მტერს” ცოდნით უნდა დაუპირისპირდეს

საქართველო უნდა ”აღიჭურვოს ცოდნით”, რათა თავიდან მოიშოროს ”სასტიკი მტერი” და ”ოკუპანტი ქვეყანა”, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 14 სექტემბერს.

”ჩვენი უზარმაზარი მეზობლის და ოკუპანტის, რუსეთის პრეზიდენტმა პირველკლასელებისადმი თავისი 1 სექტემბრის ერთსაათიანი მილოცვის ნახევარი მიუძღვნა იმის ლაპარაკს, როგორი ცუდია საქართველო,” – განაცხადა მან.

სააკაშვილმა ეს განცხადება წეროვანში ახალი სკოლის გახსნისას გააკეთა. 

”მე აქ მოვედი იმისათვის, რომ ვისაუბრო როგორი კარგები ვართ ჩვენ, ჩვენი ქვეყნის შვილები, როგორი კარგია ჩვენი ქვეყანა, როგორი მრავალეთნიკურია ჩვენი ქვეყანა,” – განაცხადა მან, ”ჩვენ ვართ კარგი ხალხი და ძლიერი ხალხი იმის გამო, რომ ბევრი სხვა ხალხი, ვინც გადაიტანა ეს ტრაგედია, ვერასდროს წელში ვერ გაიმართებოდა და ვერასდროს ფეხზე ვერ დადგებოდა”.

”ჩვენი მიწა ჯერ კიდევ იკუპირებულია, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ჩვენ მოგებული ჯერ არა გვაქვს, მაგრამ მათ უკვე წაგებული აქვთ ეს ბრძოლა,” – განაგრძო მან, ”იმისათვის, რომ ჩვენ ეს ბრძოლა საბოლოოდ მოვიგოთ, ჩვენ გვჭირდება ცოდნა. ჩვენ ვერ ვაჯობებთ მათ ვერ იარაღით, ვერც რაოდენობით ხალხის, ვერც თავზეხელაღებულობით და სისასტიკით იმიტომ, რომ ჩვენ სრულიად საწინააღმდეგო ვართ ამ ყველაფრის და ჩვენ იმისათვის, რომ ეს თავზეხელაღებული, სასტიკი მტერი საბოლოოდ მოვიშოროთ, ჩვენ გვჭირდება აღვიჭურვოთ დიდი განათლებით და ცოდნით”.  

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)