Site icon Civil.ge

რუსული წყაროების ცნობით, მოსკოვი ოჩამჩირეში ათ საპატრულო კატარღას განათავსებს

რუსეთი სანაპირო დაცვის ათ კატარღას განათავსებს აფხაზეთში, რეგიონის ”ტერიტორიული წყლების” გასაკონტროლებლად, იუწყება ”ინტერფაქსი” რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტიდან ”წყაროზე” დაყრდნობით.

ამ ცნობის თანახმად, ოჩამჩირის პორტში ”სობოლისა” და ”მანგუსტის” ტიპის რუსული კატარღების შემოყვანაა დაგეგმილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)