აუდიო მიმართვაში, რომელიც სავარაუდოდ ოსამა ბინ ლადენს ეკუთვნის და რომელშიც ალ–ყაიდას ხელმძღვანელი ევროპულ სახელმწიფოებს ავღანეთიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს, საქართველოც არის ნახსენები შარშანდელი აგვისტოს ომის კონტექსტში.
"საქართველოს მაგალითი გაკვეთილია თქვენთვის,“ – მიმართავს ბინ ლადენი ევროპელებს ოთხწუთიან ჩანაწერში, რომელიც ინტერნეტით 25 სექტემბერს გავრცელდა. ”[საქართველოს] მოსახლეობა დაბომბეს და დაამცირეს; მათ დახმარებისთვის ამერიკას მიმართეს, რათა აღედგინათ სუვერენიტეტი იმაზე, რაც მათ წაართვეს.“
”მაგრამ ამერიკამ მათ ცარიელი სიტყვების გარდა სხვა არაფერი გაუგზავნა; დაჟინებით მოთხოვნის შემდეგ, ამერიკული გემები როგორც იქნა ჩავიდნენ, მაგრამ არა ოსეთის და აფხაზეთის დასაბრუნებლად, არამედ ჩაუტანეს ის, რაც მათ [საქართველოს] არ ჭირდებოდა: რამოდენიმე კარავი, მცირედი საკვები და სარეცხის ფხვნილი.“
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)