ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მხარს უჭერს არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო არის ამერიკის მეგობარი და ეს სჭირდება საქართველოს, არამედ იმიტომაც, რომ ”ამით ამერიკის შეერთებული იცავს საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო ურთიერთობების ძალიან სერიოზულ პრინციპებს და საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს,” განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 12 ოქტომბერს.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი 13 ოქტომბერს მოსკოვს ეწვევა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს მოლაპარაკებებს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მხარეები სტრატეგიული შეიარაღების შემცირების, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის და კონტრტერორიზმის საკითხებს განიხილავენ.
”მე ნამდვილად არ ველოდები, რომ რაიმე გარიგების ხათრით ქალბატონი კლინტონი ამ ყველაფერზე უარს იტყვის. ვფიქრობ, ასეთი საფრთხე არ არსებობს და ახალმა ადმინისტრაციამ უკვე ძალიან ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ისინი მზად არიან ნებისმიერ დონეზე იმუშავონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დასაცავად,” – განაცხადა ბაქრაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)