ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თინა ქეიდენაუ თბილისში შეხვედრებს მართავს.
დღეს იგი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეს გიგა ბოკერიას შეხვდა, რომლის დროსაც, საგარეო უწყების ცნობით, იმსჯელეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის იმპლემენტაციასა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე.
თინა ქეიდენაუ, რომელმაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობაზე მეთიუ ბრაიზა შეცვალა, თბილისს ამ რანგში პირველი ვიზიტით სექტემბერში სტუმრობდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)