Site icon Civil.ge

სააკაშვილმა ევროპის სახალხო პარტიის სამიტში მიიღო მონაწილეობა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 29 ოქტომბერს ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის სამიტში მიიღო მონაწილეობას, იტყობინება პარტიის ვებ-გვერდი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი ხელმძღვანელობს, ევროპის სახალხო პარტიაში დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს.

ბრიუსელში სტუმრობისას სააკაშვილის ასევე შეხვდა ევროკომისარს საგარეო ურთიერთობების და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერს. 

პრეზიდენტი თბილისში, სავარაუდოდ, დღეს დაბრუნდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)