Site icon Civil.ge

პარლამენტმა 2010 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა

ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა დღეს დეპუტატებს 2010 წლის ბიუჯეტის პირვანდელი პროექტის გადამუშავებული ვარიანტი წარუდგინა განსახილველად.

პროექტის მიხედვით, 5.107 მლრდ და 5.398 მლრდ ლარამდე გაიზრდება ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავლები და ხარჯები, შესაბამისად.

ბაინდურაშვილმა განუცხადა დეპუტატებს, რომ ბიუჯეტი იმ რეალობის გათვალისწინებით დაიგეგმა, რომ ეკონომიკური კრიზისის და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების გამო წლის ბოლოს ”ეკონომიკა რეცესიაშია შესული” და მისი კლება 2009 წელს 4%-ს შეადგენს, ნაცვლად დაგეგმილი 9%-იანი ზრდისა. ”6.5 %-მდე საბიუჯეტო დეფიციტით მთავრდება წლევანდელი წელი,”- განაცხადა მინისტრმა.

მომავალ წელს, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების გარდა, ყველა სამინისტროს შეეკვეცება დაფინანსება წლევანდელთან შედარებით. მხოლოდ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შეუნარჩუნდება არსებული დაფინანსება.

მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმცირესობამ გააკრიტიკა მთავრობა სოციალური და ჯანდაცვის სისტემის არასაკმარისი დაფინანსების გამო,  ბაინდურაშვილმა აღნიშნა, რომ  მომავალს წელს ეს სფერო მთლიანი დაფინანსებიდან ”რეკორდულ”, 26%-იან წილს მიიღებს.

მისი თქმით, კვლავ პრიორიტეტული რჩება გზების მშენებლობისა (746 მლნ ლარი 2010 წელს; 606 მლნ ლარი – 2009 წელს) და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება.

განხილული პროექტის მიხედვით, რომელმაც საბოლოო დამტკიცებამდე შესაძლოა კიდევ განიცადოს მცირე კორექტივები, საბიუჯეტო თანხები უწყებებზე შემდეგნაირად გადანაწილდება:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)