რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსული ჯარების საზღვარგარეთ გამოყენების პირობებს ადგენს.
კრემლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთს ჯარების საზღვარგარეთ გამოყენება შეუძლია რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე შეიარაღებული თავდასხმისას; ასევე მაშინ, როცა სახეზეა შეიარაღებული თავდასხმა ქვეყნის გარეთ დისლოცირებულ რუსულ ნაწილებზე; როცა სხვა ქვეყანაზე ხდება თავდასხმა და ეს ქვეყანა დახმარებას თხოვს მოსკოვს; და მეკობრეობასთან ბრძოლისა და უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფის მიზნით.
აღნიშნული კანონი რუსეთის სათათბირომ 23 ოქტომბერს მიიღო, 30 ოქტომბერს კი ის ფედერაციის საბჭომ მოიწონა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)