Site icon Civil.ge

სააკაშვილი კიევში იუშჩენკოს შეხვდა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც ორდღიანი სამუშაო ვიზიტით უკრაინაში იმყოფება, მოლაპარაკებები გამართა თავის უკრაინელ კოლეგასთან ვიქტორ იუშჩენკოსთან 19 ნოემბერს.

”ჩვენთვის საქართველოსთან ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანი და მგრძნობიარეა… ჩვენ ვიცით, როგორი რთულია ეროვნული სუვერენიტეტის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა და ძირითადი სახელმწიფო პრინციპების განხორციელება, დაწყებული ტერიტორიული მთლიანობიდან. ჩვენ ყოველთვის საქართველოსთან ვართ ამ და სხვა საკითხებში,” – იტყობინება უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური იუშჩენკოს სიტყვებზე დაყრდნობით.

პრეზიდენტი სააკაშვილი მიესალმა უკრაინის მიერ საქართველოს მხარდაჭერას და განაცხადა, რომ მისი ვიზიტი უკრაინაში არის ”კარგი შესაძლებლობა” ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად.

ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი სააკაშვილი მონაწილეობას მიიღებს კიევში საქართველოს საელჩოს ახალი შენობის გახსნის ცერემონიაში.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)