შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ”გახსნილია, 11 ნოემბერს მომხდარი თამაზ ნინუას და მისი მეუღლის, ეთერ ნინუას მკვლელობა.”
”აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 27 ნოემბერს, ეჭვმიტანილის სახით დაკავებულია თამაზ გოგია,” – ნათქვამია შსს-ს მოკლე განცხადებაში. "გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით. დანაშაული ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას."
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)