დღეს დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, დეპუტატმა გია თორთლაძემ მაისში დაგეგმილ არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატად დავით იაკობიძე დაასახელა.
იაკობიძეს, რომელიც ამჟამად დემოკრატიული პარტიის წევრია, 1993-97 წლებში, შევარდნაძის მმართველობის დროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობა ეკავა.
ამ დრომდე ოპოზიციიდან თბილისის მერობის კანდიდატებად დასახლდნენ ირაკლი ალასანია, ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი; კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური და ხალხის პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი. საპარლამენტო ოპოზიციიდან ქრისტიან-დემოკრატებმა ასევე გააკეთეს საჯარო განაცხადი, რომ აპირებენ კანდიდატურის დასახელებას.
”მივესალმები თორთლაძის მხრიდან კიდევ ერთი სახელისუფლებო კანდიდატის დაყენებას,”- განაცხადა კობა დავითაშვილმა, რომელიც ზვიად ძიძიგურის მსგავსად ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის შესარჩევად პრაიმერის იდეას ლობირებს.
ოფიციალური წარდგენა ჯერ არ მომხდარა, თუმცა მმართველი პარტიის დეპუტატები ადასტურებენ, რომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი თბილისის ამჟამინდელი მერი გიგი უგულავა იქნება, რომელსაც ზოგიერთი ოპოზიციონერის შეფასებით, უკვე დაწყებული აქვს აქტიური წინასაარჩევნო კამპანია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)