დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ H1N1 ვირუსით, ე.წ. ”ღორის გრიპით” გარდაიცვალა კიდევ სამი ადამიანი – ორი თბილისში და ერთი ბათუმში.
პირველი ლეტალური შემთხვევა ბათუმში 12 დეკემბერს დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ოთხივე შემთხვევაში გარდაცვალების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ პაციენტებმა დაგვიანებით მიმართეს სტაციონარებს. მისი თქმით, ქვეყანაში ვირუსთან გასამკლავებლად საკმარისი რესურსია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)