Site icon Civil.ge

რუსი ჯარისკაცი საქართველოს თავშესაფარს სთხოვს

რუსმა ჯარისკაცმა პერევში არსებული სამხედრო შენაერთი დატოვა და საქართველოს სთხოვა თავშესაფარი, იტყობინება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.

ქართველ ჟურნალისტებთან გაკეთებულ მოკლე განცხადებაში რუსმა ჯარისკაცმა, დიმიტრი ხრიპუნმა განაცხადა, რომ მან თავისი სამხედრო შენაერთი ”პოლიტიკური მოტივით” დატოვა და  საქართველოს თავშესაფარი სთხოვა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ეს უკვე მესამე ანალოგიური  შემთხვევაა წელს. იანვარში რუსმა ჯარისკაცმა ალექსანდრე გლუხოვმა ასევე დატოვა ახალგორში მდებარე სამხედრო შენაერთი, ხოლო ივლისში დიმიტრი არტემიევი სოფელ პერევიდან გამოიქცა. ორივე მათგანმა საქართველოში ითხოვა თავშესაფარი.

2009 წლის ივნისში ლეიტენანტი ალიკ ბჟანია, რომელიც საქართველოს სანაპირო დაცვაში მსახურობდა, გაიქცა საქართველოდან და რუსეთში ითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი.   

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)