Site icon Civil.ge

რუსმა დეპუტატებმა დიდების მემორიალის აფეთქების ფაქტი დაგმეს

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ 25 დეკემბერს განცხადება მიიღო, რომელშიც დაგმო ქუთაისში ”დიდების მემორიალის” აფეთქების ფაქტი და მას ”ვანდალიზმის აქტი” უწოდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ  ”2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის ხალხის წინააღმდეგ ჩაშლილი აგრესიის შემდეგ, თბილისის რეჟიმი შეეცადა ახალი ომი დაეწყო ქართველი ხალხის და ჩვენი საერთო ისტორიის წინააღმდეგ”.

”ამგვარი ქმედებებით თბილისის რეჟიმი, რომელიც ხმამაღლა აცხადებდა ევროპული ფასეულობების მიმართ ერთგულების შესახებ, საკუთარ თავს ევროპული ცივილიზაციის მიღმა აყენებს, უხეშად და ცინიკურად თელავს თავისი საკუთარი ხალხის გმირობის შესახებ ხსოვნას,” – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ სახელმწიფო სათათბიროს განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ რუს დეპუტატებს ურჩევნიათ იმ სახლების საკითხი განიხილონ, რომლებიც მათ გაანადგურეს და ასევე იმ ხალხის, რომლებიც გამოაძევეს და თავიანთ სახლებში ვერ ახერხებენ დაბრუნებას.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)