ქართული პროდუქციის იმპორტზე რუსეთის ემბარგომ ”ამოწურა” საკუთარი თავი და მას ”აზრი აღარ აქვს,” განუცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 28 დეკემბერს აჭარელ ფერმერს, რომელსაც მანდარინი მოჰყავს.
”წელს დსთ-ს ქვეყნებში გავიტანეთ თითქმის სამჯერ მეტი [მანდარინი], ვიდრე შარშან და შარშანწინ,” – განაცახდა მან. ”ბელარუსმა, ყაზახეთმა და სხვა ქვეყნებმა გააფორმეს რუსეთთან საბაჟო კავშირი და ეს ქვეყნები ძალიან დიდი დაწოლის ქვეშ იყვნენ რუსეთის მხრიდან, რომ ჩაეკეტათ ქართული პროდუქცია; არაფრით არ ჩაკეტეს”.
”რუსეთის ემბარგომ ყველა შედეგი ამოწურა და არც აზრი არ აქვს; ისინი თვითონ ვერ შეჭამენ ჩვენ მანდარინს; შეჭამენ სხვები – ეგ არის და ეგ,” – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)