Site icon Civil.ge

პრეზიდენტი მიესალმება კლინტონის განცხადებას საქართველოზე

პრეზიდენტი სააკაშვილი მიესალმება აშშ-ის პოზიციას საქართველოს მიმართ, რაზეც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა 29 დეკემბერს ისაუბრა.
 
პარიზის კონფერენციაზე ევროპის უსაფრთხოების ძირითად პრინციპებზე საუბრისას კლინტონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ეწინააღმდეგება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისა და ასევე გავლენის სფეროების აღიარებას.

”საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება შეერთებული შტატების ასეთ მკაფიო და უცვლელ პოზიციასა და მხარდაჭერას, ვინაიდან სწორედ ასეთი მტკიცე პოლიტიკის გამო შეერთებული შტატები არ მისცემს უფლებას რუსეთს მოხდეს რეგიონის გავლენის სფეროებად დაყოფა და სწორედ ეს პოლიტიკა და მიდგომა არ მისცემს კრემლს იმის საშუალებას, რომ მოხდეს ეთნოწმენდის შედეგად 500 ათასი ქართველის დევნილობისა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპირებული 20%-ის დაკანონება,”- განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 30 იანვარს გამართულ ბრიფინგზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)