რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ გაკეთებული განცხადებები, მათ შორის მისი გუშინდელი განცხადება, რომლის თანახმადაც პრეზიდენტი სააკაშვილი რუსეთისთვის ”პერსონა ნონ გრატად” გამოცხადდა, ”მოსაბეზრებელი” ხდება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 17 თებერვალს.
მოსკოვში 17 თებერვალს აფხაზეთის ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას პრეზიდენტმა მედვედევმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მას საქართველოს პრეზიდენტთან არანაირი კავშირები არ ექნება.
”რუსეთიდან ტრადიციულად ერთფეროვანი განცხადებები ისმის. ეს ერთფეროვანი განცხადებები დამღლელი და მოსაბეზრებელი ხდება. მოსაბეზრებელია ერთი და იგივე განცხადებაზე ერთი და იგივე პასუხის გაცემაც. რუსეთის ლიდერები კი, ასეთი ტიპის განცხადებების კეთებით არ იღლებიან“, – განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, ამ ტიპის განცხადება იმ ქვეყნის ლიდერმა გააკეთა, რომელმაც ”ჩაიდინა ეთნოწმენდა და 500 ათასი ადამიანი დევნილად აქცია… რომელიც აშენებს უკანონო სამხედრო ბაზებს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)