ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა, რომ გააჩნია ამბიცია 30 მაისის ადგილობრივი არჩევნები იყოს საუკეთესო მათ შორის, რაც აქამდე საქართველოში ჩატარებულა.
“ეს არჩევნები – მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილობრივი არჩევნებია – გადამწყვეტი მნიშვნელობის შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის,” – განაცხადა მან 11 თებერვალს.
”ჩვენ გულწრფელად გვინდა, რომ ეს არჩევნები ისეთი იყოს, როგორიც აქამდე არ ჩატარებულა,” – დასძინა მან.
ეს განცხადება მან მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა, რომელზეც ხარატიშვილმა ასევე განაცხადა, რომ კომისია მოწოდებულია მჭიდროდ ითანამშრომლოს მედიასთან საარჩევნო პროცესის გამჭვირვალეობის უზრუნველსაყოფად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)