24 თებერვალს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ყატარში გაემგზავრა, იტყობინება მთავრობის პრესსამსახური.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყატარის ამირს, შეიჰ ჰამად ბინ ჰალიფა ალ თანის; პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს შეიჰ ჰამად ბინ ჯასიმ ბინ ჯაბარ ალ-თანის; ასევე ვიცე პრემიერ-მინისტრს, ენერგეტიკისა და ინდუსტრიის მინისტრს აბდულა ბინ აჰმად ალ-ათიას შეხვდება.
დაგეგმილია ნიკა გილაურის შეხვედრები ყატარის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთანაც.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)