ამერიკული სამხედრო ხომალდი John L. Hall 25 თებერვალს ფოთის პორტში შევიდა.
ამერიკული სამხედრო ხომალდის ერთკვირიანი სტუმრობის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს სანაპირო დაცვასთან წვრთნების ჩატარება, რომლის დროსაც ხომალდი ბათუმშიც ჩავა, აცხადებენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები.
ეს ერთ-ერთი ბოლოა იმ ვიზიტებიდან, რომელსაც ამერიკული სამხედრო ხომალდები საქართველოს პორტებში რეგულარულად ახორციელებენ ბოლო წლების განმავლობაში. როგორც წესი ასეთი ვიზიტები წელიწადში ერთხელ ან ორჯელ ხდებოდა, თუმცა ინტენსივობა საგრძნობლად გაიზარდა აგვისტოს ომის შემდეგ, კერძოდ კი 2008 წლის ოქტომბერ-დეკემბერში. 2009 წელს მხოლოდ ერთი ასეთი ვიზიტი განხორციელდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)