ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი აუდრონიუს აჟუბალისი 27-30 მარტს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს, საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს, იტყობინება ლიტვის საგარეო უწყება.
ამავე ცნობით, მხარეები განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობების, მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობის და ასევე საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე ეწვევა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში. სადამკვირვებლო მისიის ცნობით, 250-კაციან მისიაში ოთხი ლიტველი დამკვირვებელია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)