საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე პარიზში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის სენატის თავმჯდომარეს ჟერარ ლარშერს შეხვდა, იტყობინება პარლამენტის პრესსამსახური 7 აპრილს.
ბაქრაძემ ასევე შეხვედრა გამართა ეროვნული ასამბლეის თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარესთან, გი ტესიესთან.
შეხვედრებზე ”განსაკუთებული ყურადღება დაეთმო საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების განხილვას და უსაფრთხოების საკითხებს”, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულების აუცილებლობას.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველო-საფრანგეთის სამხედრო თანამშრომლობის საკითხებსაც.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)