Site icon Civil.ge

ცოტნე გამსახურდიას 9 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია დამნაშავედ ცნო მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვაში და მას ცხრა წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ცოტნე გამსახურდია ბრალდებებს უარყოფს. მისმა ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწვეტილება უკანონოა და ამ განაჩენს გაასაჩივრებს.

პოლიციამ გამსახურდია შარშან ოქტომბერში დააკავა და მას ბრალად დასდო მისი მეზობლისთვის, მკვლელობის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობის მიყენება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)