Site icon Civil.ge

სააკაშვილი: ”ობამასთან პირისპირ შეხვედრა მხოლოდ დროის საკითხია”

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 13 აპრილს, რომ მისი პირისპირ შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტთან ბარაქ ობამასთან ”მხოლოდ დროის საკითხია” და რომ მომავალში მას ობამასთან აუცილებლად ექნება ხანგრძლივი შეხვედრის შესაძლებლობა.

13 აპრილს Fox News-თან ინტერვიუს დროს სააკაშვილს ჰკითხეს, თუ რატომ ვერ შეხვდა ის პირისპირ პრეზიდენტ ობამას, რაზეც მან უპასუხა რომ ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტის დროს მას მიეცა შესაძლებლობა ”პრეზიდენტ ობამასთან საუბარი ჰქონოდა”

”და ხვალ მექნება ხანგრძლივი შეხვედრა ვიცე-პრეზიდენტთან [ჯო ბაიდენთან],” – განაცხადა სააკაშვილმა იმ შეხვედრის შესახებ, რომელიც 14 აპრილს თეთრ სახლში გაიმართა.  

”მე ნამდვილად მქონდა ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ობამასთან [6 აპრილს]. მან დაგვარწმუნა  თავის მხარდაჭერაში,” – განაცხადა მან.

”დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ დროის საკითხია, თუ როდის გვექნება პირისპირ მოლაპარაკებები მასთან თეთრ სახლში ან სადმე სხვაგან, რა დროსაც ჩვენ გვექნება საშუალება ყველა საკითხი დეტალურად განვიხილოთ… მე ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება,” – დასძინა სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)