Site icon Civil.ge

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი დაამტკიცა

დღეს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად მეორე ვადით მამუკა ფაჩუაშვილი დაამტკიცა.

საბჭოში ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც ფაჩუაშვილს ამ თანამდებობაზე ორწლიანი უფლებამოსილების ვადა თებერვალში ამოეწურა.

ფაჩუაშვილმა, რომელიც გაზეთ ”24 საათის” დამფუძნებელი რედაქტორია, წარდგენილ ორ კონკურენტთან შედარებით კენჭისყრისას ხმათა ყველაზე მეტი რაოდენობა დააგროვა. 

დაახლოებით, ერთი თვის წინ სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა ასევე ”თავისუფლების ინსტიტუტის” აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მელაძე.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)