სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ 14 მაისს საქართველოს ის მოქალაქე გაათავისუფლა, რომელიც წინა დღეს რეგიონში განთავსებულმა რუსეთის ფედერალური სამსახურის მესაზღვრეებმა ”სამხრეთ ოსეთის საზღვრის დარღვევისთვის” დააკავეს.
სეპარატისტული მთავრობის ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად შეფასდა და ახალგაზრდა მამაკაცი ”სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკიდან გააძევეს”.
13 მაისს ცხინვალმა შარშან დაკავებული სამი ქართველიც გაათავისუფლა. იმავე დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმა ქართველების გათავისუფლებას და განაცხადა, რომ ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს მომავალში ადმინისტრაციული საზღვრის არაგანზრახ გადაკვეთის შემთხვევაში დაკავების არ უნდა ეშინოდეს”.
მისიამ მრავალჯერ მოუწოდა მხარეებს ადმინიტრაციული საზღვრის გადამკვები პირების საქმეები ადმინისტრაციული და არა სამართლებრივი ქმედებებით მოაგვარონ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)