Site icon Civil.ge

მედია მონიტორინგის მესამე კვირის შედეგები

გასულ კვირაში ექვს ტელეარხს შორის, რომელთა წინასაარჩევნო მონიტორინგი ევროკავშირის დელეგაციისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარეობს, ”კავკასიამ” ყველაზე მეტი დრო დაუთმო თბილისის მერობის კანდიდატებისა და პარტიების გაშუქებას.

შემდეგ მოდიან ”მაესტრო”; საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი; ”იმედი”; ”რუსთავი 2” და ”რეალ TV”. მონიტორინგის ეს ბოლო შედეგები მოიცავს პერიოდს 13-დან 19 მაისის ჩათვლით. ექვსი სატელევიზიო არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვებების და რამოდენიმე შერჩეული თოქ-შოუების მონიტორინგს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი ახორციელებს.

მონიტორინგის შედეგების დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულებზე:

მონიტორინგის მესამე კვირა – 13-19 მაისი – pdf

მონიტორინგის დაწყებიდან, 26 აპრილიდან, 19 მაისის ჩათვლით შეჯამებული მონაცემები – pdf

ევროკავშირის დელეგაციისა და UNDP-ის განცხადებით, მედია მონიტორინგი ნაწილია იმ პროექტისა, რომლის მიზანია ხელი შეეწყოს მოსახლეობისათვის დაბალანსებული და ნეიტრალური ინფორმაციის მიწოდებას, რათა ამომრჩეველმა ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)