ვაკის მაჟორიტარმა კანდიდატმა, კონსერვატორმა კახა კუკავამ ეროვნული საბჭოდან კანდიდატურა ახალი მემარჯვენეების კანდიდატის დავით საგანელიძის სასარგებლოდ მოხსნა.
კუკავას თქმით, მან ეს გადაწყვეტილება სოციოლოგიური გამოკითხვის საფუძველზე მიიღო, რომლის მიხედვითაც საგანელიძეს ალიანსი საქართველოსთვის ბლოკიდან გამარჯვების მეტი შანსი ჰქონდა.
”მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკურ ძალებს და მაჟორიტარ კანდიდატებს არჩევნებამდე დარჩენილ რამდენიმე დღეში გადადგან საპასუხო ნაბიჯები, რათა უფრო მეტ ოლქში ოპოზიცია არჩევნებში ერთიანი კანდიდატებით წარდგეს,”- ნათქვამია კონსერვატიული პარტიის განცხადებაში.
ეროვნული საბჭოს მიერ ეს ”ალიანსის” კანდიდატის სასარგებლოდ მიღებული უკვე მეორე გადაწყვეტილებაა. კონსერვატორების კანდიდატმა საბურთალოს ოლქში რესპუბლიკელ თინა ხიდაშელის სასარგებლოდ მოხსნა კანდიდატურა.
ალიანსი საქართველოდან ხიდაშელისა და საგანელიძის სასრგებლოდ ასევე მოხსნეს კანდიდატურები გია თორთლაძის დემოკრატიული პარტიის ორმა წარმომადგენელმა.
თუმცა ოპოზიციური პარტიები, მსგავსად მერის არჩევნებისა, თბილისის 25 მაჟორიტარული ოლქების უმეტესობაში ერთიან კანდიდატებზე ვერ შეთანხმდნენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)