ქართველი ამომრჩევლები 64 საკრებულოს აირჩევენ ოთხწლიანი ვადით, ხოლო თბილისის ამომრჩეველი პირველად აირჩევს დედაქალაქის მერს პირდაპირი წესით.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმაციით, 3 694-ვე საარჩევნო უბანი არის გახსნილი და კენჭისყრა მიმდინარეობს ”შეუფერხებლად”.
უბნები 20:00 საათზე დაიხურება, ხოლო პირველი წინასწარი ოფიციალური შედეგები შუაღამის შემდეგ გახდება ცნობილი.
30 მაისის ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, ამომრჩევლები სამ ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტში ამჟამად არსებული სამი ვაკანტური ადგილის შესავსებად დეპუტატებს აირჩევენ. შუალედური არჩევნები ოზურგეთის, გურჯაანის და თბილისის ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქებში ტარდება. ეს შუალედური არჩევნები პარლამენტში ამჟამად არსებულ ძალთა ბალანსს არ შეცვლის და მმართველი პარტია კვლავ დომინანტურ პოზიციას შეინარჩუნებს.