მინისტრებმა მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების განხილვა დაიწყეს, განუცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს“ 23 ივნისს.
„მთავრობის მიერ დასახული პრიორიტეტების განხორციელებას ზოგიერთ შემთხვევაში სჭირდება სტრუქტურული ცვლილებები,“ – განაცხადა მან.
მისი თქმით, სტრუქტურულ ცვლილებებს ”შესაბამისად მოყვება სამთავრობო ცვლილებებიც.” ხუროშვილის თქმით, დაგეგმილი ცვლილებები "მალე“ განხორციელდება. დაგეგმილი ცვლილებების დეტალები ჯერჯერობით უცნობია,
სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა განაცხადა გასულ კვირას, რომ მთავრობაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობაში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იგეგმება.
ქართული მედიით ცოტა ხნის წინ გავრცელდა ვარაუდები ეკონომიკის მინისტრის ზურაბ პოლოლიკაშვილის მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)