Site icon Civil.ge

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს

დღეს საქართველოს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიხაელ შპინდელეგერი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

მან უკვე გამართა შეხვედრა თავის ქართველ კოლეგასთან გრიგოლ ვაშაძესთან, სადაც, საქართველოს საგარეო უწყების ცნობით,  „განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი, ხაზი გაესვა საქართველოსა და ავსტრიას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას“.

ვიზიტის ფარგლებში ასევე იგეგმება ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეხვედრები პრეზიდენტ სააკაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან ნიკა გილაურთან.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც თბილისში ბაქოდან ჩამოვიდა, თან ახლავს 40 ავსტრიული კომპანიის წარმომადგენელთა ბიზნესდელეგაცია, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ორი ქვეყნის ბიზნეს–ფორუმში.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)