Site icon Civil.ge

უკრაინის ვიცე–პრემიერი საქართველოს სტუმრობს

უკრაინის სამთავრობო დელეგაციამ ვიცე–პრემიერის სერგეი ტიგიპკოს ხელმძღვანელობით 16 ივლისს საქართველოში ორდღიანი ვიზიტი დაიწყო.

"არსებობს ობიექტური საჭიროება იმისა, რომ მეტი პრაგმატიზმი მიეცეს ქართულ–უკრაინულ ურთიერთობებს და აქცენტი ვაჭრობასა და ეკონომიკაზე გაკეთდეს,“ – აღნიშნა ტიგიპკომ ვიზიტამდე გაკეთებულ განცხადებაში. 

მისი თქმით, უკრაინა დაინტერესებულია კიდევ უფრო განავითაროს ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსთან,  რომელიც უკრაინის "მნიშვნელოვანი რეგიონალური პარტნიორია“.

მან ასევე აღნიშნა თბილისში ჩამოსვლისას, რომ დელეგაცია ლიბერალურ ეკონომიკურ რეფორმებში საქართველოს გამოცდილებას შეისწავლის.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მოლაპარაკებები საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ნიკა გილაურთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან, ფინანსთა მინისტრთან კახა ბაინდურაშვილთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გიორგი ქადაგიძესთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)