Site icon Civil.ge

ბაქრაძე ჟენევაში პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ჟენევას სტუმრობს, სადაც 19–21 ივლისს პარლამენტის თავმჯდომარეების მესამე მსოფლიო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს.

პარლამენტის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, შვეიცარიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა შვეიცარიის პარლამენტის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარესთან, პასკალ ბრუდერერ ვიუსთან; ბელორუსიის წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარესთან, ვლადიმერ ანდრეიჩენკოსთან;  ყაზახეთის სენატის  თავმჯდომარესთან, კასიმ–ჟომარტ ტოკაევთან; ესტონეთის პარლამენტის სპიკერთან, ენე ერგმასთან; ჰოლანდიის სენატის თავმჯდომარესთან, რენე ვან დერ ლინდენთან.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)