ევროკავშირი და საქართველო 29 ივლისს გეოგრაფიული სახელწოდებების დაცვის შესახებ შეთანხმების პარაფირებას მოახდენენ.
საქართველოს მხრიდან დოკუმენტის პარაფირებას მოახდენს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, ხოლო ევროკავშირის მხრიდან –ევროკომისიის სოფლის მეურნეობის დირექტორატის საერთაშორისო საკითხების დირექტრორი ნიკოლა ვერლე.
პირველ ეტაპზე ევროკავშირში დაცული იქნება საქართველოში წარმოებული 18 სახეობის ღვინის დასახელება, მათ შორის ხვანჭკარა, ტვიში, ქინძმარაული, საფერავი, მუკუზანი.
„საქართველო პირველია ევროკავშირის სამეზობლოს ქვეყნებს შორის, რომელმაც ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისა და დაცვის მიმართულებით. შეთანხმების მიზანი პროდუქციის სახელის არასწორად და ბოროტად გამოყენების შემცირება იყო,“ – განაცხადა ევროკავშირის დელეგაციამ საქართველოში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)