აშშ–ს კონგრესის დელეგაცია მიმდინარე კვირას საქართველოს სტუმრობს და ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან.
საქართველოს პარლამენტის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, დელეგაციის წევრები არიან კონგრესში საქართველოს მხარდამჭერთა ჯგუფის სამი წევრის – დემოკრატი კონგრესმენის ელისონ შვარცის და რესპუბლიკელი კონგრესმენების ბილ შუსტერის და მარიო დიაზ-ბალარტის თანაშემწეები; ასევე დემოკრატი კონგრესმენის რას ქარნაანის, რესპუბლიკელი კონგრესმენის როსკ ბარლეტის და დემოკრატი კონგრესმენის ჟაკი სპეიერის თანაშემწეები.
„ჩვენ ვისაუბრეთ ყველაზე მტკივნეულ საკითხებზე – ეს არის ოკუპაცია რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ და საჭიროება იმისა, რომ ტერმინი „ოკუპაცია“ დამკვიდრდეს აშშ–ს და ევროპის ოფიციალურ დოკუმენტებში; ასევე ნატოში ინტეგრაციის საკითხი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია… ასევე ვისაუბრეთ იმ პერსპექტივებზე, რომელიც გვაქვს აშშ–თან ორმხრივ თანამშრომლობაში,“ – განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ შეხვედრის შემდეგ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)